მესამე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

23/03/2017

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მე-3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლის დაზიანებულ ფასადს, სახურავსა და კორპუსებს შორის გადასასვლელ ხიდს, ასევე, გარემონტდება რამდენიმე საკლასო ოთახი, კერძოდ, დამუშავდება და შეიღებება კედლები და მოეწყობა ახალი ლამინირებული იატაკი. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სახალვაშოსა და ზედა დაგვას დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია, ასევე გარემონტდება ოჩხამურისა და გორგაძეების საჯარო სკოლების სპორტული დარბაზები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0