მთა ღომაზე, ,,შუამთობის“ კვირეულის ფარგლებში, სახალხო დღესასწაული გაიმართა

05/08/2022

მთა ღომაზე, “შუამთობის“ კვირეულის ფარგლებში, სახალხო დღესასწაული გაიმართა. შუამთობა, მოიალაღეებს შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად მიულოცა და მთის ტურიზმის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მთა ღომაზე განხორციელდება.
როგორც, შუახევის მერმა აღნიშნა მიმდინარე წელს დაიწყება სპორტული მოედანის მშენებლობა, მოეწყობა ფანჩატური. აქტიურ ფაზაშია ღომა-საყენდრიას ელექტროფიკაციის პროექტიც. ღონისძიების კულტურულ ნაწილში, მონაწილეობდა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ანსამბლი “ფესვები”. მოიალაღეებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს ასევე მუნიციპალიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლებმაც. სახალხო დღესასწაული ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა მთაში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0