მირიან ქათამაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს

12/02/2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს.
დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ ფატი ხალვაშთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ვახტნგ წულაძესთან, ქობულეთის საკრებულოს თავჯდომარე დავით მჭედლიშვილთან და მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსებთან ერთად სოფელ გორგაძეების, სოფელ ხალასა და სოფელ ჩაისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობის ძირითადი საკითხები შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას, საბავშვო ბაღის მშენებლობას, სამედიცინო პუნქტის რეაბილიტაციას, კულტურის სახლის სცენის რეაბილიტაციას, ხალა- გორგაძეების გაზიფიცირებას ეხებოდა.
მერმა აღნიშნა რომ წამოჭრილი პრობლემატური საკითხების მოგვარება მოხდება ეტაპობრივად არსებული შესაძლებლობების ფარგლებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ გორგაძეებში უახლოეს პერიოდში დაიწყება გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები. გააკეთა განმარტება, რომ მიმდინარე წელს ამოქმედდება სოფლის მხარდჭერის პროგრამა და ამ მიმართულებით უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წამოჭრილი საკითხები.
„ჩვენი მიზანია სწორი პრიორიტეტი შევარჩიოთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ის საერთო გადაწყვეტილებები რომელსაც მიიღებს სოფელი.”
სამომავლოდაც გაგრძელდება მოსახლეობასთან შეხვედრები, მათთან უშუალო, პირდაპირ დიალოგი, რათა ერთობლივად მოხდეს სამომავლოდ სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0