მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო

25/10/2016

ბათუმის მერიაში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ურბანისტი მანუჩარ მახათაძე, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრის თემა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის წინასაპროექტო კვლევასა და გეგმარებით დავალებაზე მუშაობა იყო, რაც USAID-ის დახმარებით ხორციელდება. მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით უნდა მოხდეს ტექნიკური პირობების შედგენა. წინასაპროექტო კვლევასა და გეგმარებით დავალებაზე მუშაობა ჯგუფმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს, რის საფუძველზეც გამოცხადდება კონკურსი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0