მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

13/02/2018

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ახალი პარტნიორობის ჩარჩო დოკუმენტში განათლების სფეროში შესატან ისეთ საკვანძო მიმართულებებზე, როგორიცაა უმაღლესი განათლების დაფინანსების თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული მოდელის შემუშავება და ფინურ მოდელზე დაყრდნობით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0