„მოხალისეთა ერთიან ეროვნულ ბაზაში“ დარეგისტრირება 10 თებერვლიდან დაიწყება

22/02/2017

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „მოხალისეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა „მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა“. ბაზაში დარეგისტრირება შესაძლებელია მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან. (youth.gov.ge ( http:// youth.gov.ge/ home / http:// volunteers.gov.ge/). პროექტში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს მასშტაბით მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც შემდეგში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამიონისტროს მიერ ორგანიზებულ სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში, ასევე სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყების მიერ გამართულ ღონისძიებებში. პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა. ქვეყანაში საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება. „ მოხალისეობის განვითარების პროგრამის – საქართველოს მოხალისე“ – ს განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლოტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0