მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

23/01/2019

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. დღეს, საერთო კრებები მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში 140-მდე სოფლის მოსახლეობამ ჩაატარა.
მხარის რმწუნებული შალვა კერესელიძე, მისი მოადგილეები ირაკლი ცქიტიშვილი, თამაზ სუჯაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საერთო კრებებს რამდენიმე სოფელში დაესწრნენ. მათ სიმონიანთხევის, ღულელების, ნაქალაქარის, შანკევანის, ახალსოფელის, პატარა ქანდის, ნავაზის, აღდგომლიანთკარის, ჯიღაურას, არაშენდას, წიწამურის, სასხორის, ზემო ნიჩბისის, წოდორეთის, ბევრეთის, ნაფეტვრების, მუხათწყაროსა და ძალაანთხევის მოსახლეობასთან ერთად სოფლების საჭიროებებზე იმსჯელეს.
ადგილობრივებმა სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინეს. მსჯელობის შედეგად, ის პროექტები შეირჩა, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობის უმრავლესობის აზრით ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ შორისაა შიდა გზების აღდგენა, საბავშვო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის, ამბულატორიებისა და სკვერების რეაბილიტაცია.
მხარის რწმუნებულის შეფასებით, საერთო კრებები მოსახლეობის მაღალი აქტივობით გამოირჩევა და წარმატებით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0