მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის “არაძალადობრივი გარემო ქალებისთვის” სემინარი გაიმართა

24/02/2017

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის “არაძალადობრივი გარემო ქალებისთვის” სემინარი გაიმართა. ღონისძიების მიზანია დაზარალებულ ქალთა და გოგონათა გაძლიერება, მათი უნარების და თვითშეფასების ამაღლება და ქალთა მიმართ ძალადობის დონის შემცირება, როგორც ოჯახებში, ასევე სოფლად – თემებში. პროექტს, კანადის მთავრობის „ადგილობრივი ინიციატივების ფონდის“ მხარდაჭერით, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს. საგანმანათლებლო სემინარს ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობოებისა და ოჯახში ძალადობის პრობლემით დაინტერესებული ორგანიზაციების და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0