მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროქტის „სპორტი საზღვრების გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართა

20/03/2017

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროქტის „სპორტი საზღვრების გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართა. სპორტის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა გიგა გაბელაიამ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პროექტის დეტალები გააცნო. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით სპორტის სხვადსხვა სახეობებში აქტიურად იმართება შეჯიბრებები, მათ შორის ახალგაზრდების უნარჩვევების ასამაღლებლად შექმნილი ახალგაზრდული ბანაკები. ყველა სპორტულ აქტივობა დაიყოფა სამ ფაზად. მუნიციპალიტეტებს მიეწოდება ღონისძიებების რეგლამენტი, ინსტრუქტაჟი, რის შემდეგაც თვითმმართველობები უზრუნველყოფენ სპორტული შეჯიბრებების რაიონული მასშტაბით ჩატარებას. ბენეფიციარების წახალისებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მონაწილეების სხვადსხვა ბანაკებში დასვენებას უზრუნველყოფს. ამასთან ამოქმედდება მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერის სხვადასხვა მიმართულებაც, როგორიცაა რეგიონალური ტურნირების დროს ტრანსპორტირება, შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0