,,ნადირობის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა ახალციხეში გაიმართა

25/02/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი გააცნო. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ,,ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს. კანონპროექტი 2016 წელს სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული და ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შესრულებას. კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი ნადირობის ჩამოყალიბებას და აწესრიგებს გარეულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად სარგებლობისა და ნადირობის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 20-დან 24 თებერვლის ჩათვლით ,,ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის გარდა მუნიციპალიტეტების, მონადირეთა გაერთიანებებისა და დაინტერესებული საზოგადოებრიობის მონაწილეობით განხილულ იქნება ადამიანისა და მტაცებელი ცხოველების კონფლიქტების მოგვარების საკითხები. გარეული ცხოველების თავდასხმის ფაქტებზე, ასევე მოსახლეობის და მუნიციპალიტეტების შესაბამისი რეაგირების თაობაზე მოეწყობა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან სათანადო ინფორმაციის მიწოდება და დისკუსია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0