„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში სოციალური პროექტებს იწყებს

12/02/2019

კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში ერთდროულად სამი სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობა. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით განხორციელდება. პროექტები მოიცავს მექანიზაციაზე წვდომის პროგრამას, მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროგრამას, მძიმე ტექნიკის მართვის პროგრამას, ასევე, კომპიუტერების კურსებს, რომლებსაც ადგილობრივი ტრენერები წარუძღვებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0