ნინო გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა

02/12/2015

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.
ნინო გვენეტაძემ ევროკავშირის ელჩს გააცნო სასამართლო სისტემის სამომავლო ხედვები და პრიორიტეტები, ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე მიმოიხილა მნიშვნელოვანი ქმედითი ღონისძიებები, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

„ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სასამართლო ხელისუფლებამ შეასრულოს როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე საერთაშორისო ვალდებულებები. მათ შორის, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას მაქსიმალური თანამშრომლობისათვის ამ და სხვა ნებისმიერ საკითხზე, რაც მართლმსაჯულების გაძლიერებას ეხება საქართველოში“- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის – „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა“ წარმომადგენელი, ბატონი პიტერ დენისი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0