ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია გრძელდება

19/07/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია გრძელდება.
ამჯერად, გზის სამშენებლო სამუშაოები მერიის ადმინისტრაციული ერთეულში, სოფელ ხვარბეთში მიმდინარეობს.
150 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის გზის მშენებლობა ე.წ. IV ბრიგადაში უახლოეს დღეებში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გოჩა აბაშმაძემ თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოების ღირებულება 18 250 ლარს შეადგენს.
ხვარბეთში ბეტონის საფარი ბურჯალიანების უბანშიც მოეწყო. დაიგო 50 მ. სიგრძის რკინა-ბეტონის გზა. პროექტის ღირებულება 14 314 ლარია.
იგეგმება 480 მეტრიანი რკინა-ბეტონის გზის მოწყობა სოფელ გურიანთაში და 550 მეტრი სიგრძის ბეტონის გზის მშენებლობა ვაკიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0