ოზურგეთში, ზოგიერთი კონკურენტი კანდიდატის მხრიდან პროვოკაციული ინციდენტებით გრძელდება

24/09/2017

წინასაარჩევნო კამპანია ოზურგეთში, ზოგიერთი კონკურენტი კანდიდატის მხრიდან პროვოკაციული ინციდენტებით გრძელდება. სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტების ტირაჟირებისთვის გამოყენებულია მედია-საშუალებებიც და საზოგადოების დეზინფორმირება მიზანმიმართულად ხდება.
‘’ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო’’ ხაზგასმით აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს კანონის სრული დაცვით, აბსოლუტურად სამართლიან გარემოში.
ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას წარვმართავთ ღირსეული კონკურენციის პრინციპით და ყველა პარტიასა და კანდიდატს მოვუწოდებთ, ნუ ეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამომრჩევლისთვის დეზინფორმაციის მიწოდებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში წარიმართოს. ყველა პროვოკაციული ინციდენტის მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობა 21 ოქტომბერს არჩევანს სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მშვიდ და სამართლიან გარემოში გააკეთებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0