პაპუნა მარგველიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა

04/08/2022

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ქრისტინე კობახიძემ დაიკავა, რომელიც ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, აგრეთვე იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი და უმრავლესობის ლიდერი. ქრისტინე კობახიძე პროფესიით ეკონომისტია, იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც სწავლობდა. მას კერძო სექტორში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს სადაც მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით. ამჟამად არის ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი- რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ქრისტინე კობახიძეს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა, აგრეთვე მადლობა გადაუხადა გიორგი მაქარაშვილს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის. თავის მხრივ, ქრისტინა კობახიძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს, გამოცხადებული ნდობისთვის და აქტიური მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0