რაგბის მსოფლიო თასი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოგზაურობს

26/04/2017

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. თბილისსა და ქუთაისში გამარჯვებისთვის მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იბრძოლებს. ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოში ჩემპიონატის თასი ჩამოვიდა და ქვეყნის მაშტაბით მოგზაურობს. რაგბის მსოფლიო თასი ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია. თასი დღეს, 26 აპრილს მესტიაში, 27 აპრილს კი ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში უშგულში იმოგზაურებს. 28 აპრილს 13 საათზე კი მსოფლიო თასი ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ეზოში განთავსდება და მასთან სურათების გადაღება ყველა მსურველს შეეძლება. დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რაგბის კავშირის წარმომადგენლებს და ვეტერან რაგბისტებს შეხვდა. ლევან შონიამ რაგბისტებს რეგიონში მოგზაურობისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0