რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15/02/2019

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტების ხელმძღვანელი- ვახტანგ მშვიდობაძე და მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი- გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს, რეგიონში დაგეგმილი სოფლის მეურნეობისა და სამთო ტურიზმის განვითარების პროექტი წარმოადგენდა.
2019 წლიდან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონების განვითარების ხელშესაწყობად, პროექტის – „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“, განხორციელება იწყება.
პროექტს, რომლის ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი დაფინანსებით, ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პერსპექტივები და იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე, რწმუნებულის მოადგილე ლევან ქვათაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი -ზვიად მხეიძე და მერის მოადგილე -გიორგი დონაძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0