„რა ყოფილა გურია“- მზადება ტურიზმის ფესტივალისთვის მიმდინარეობს

20/07/2017

23 ივლისს გურიაში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ფესტივალი გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს მოიცავს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პროექტში ჩართული პირები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“,ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური და ქალაქი ოზურგეთი) აერთიანებს. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიმართულია გურიის პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე, მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარადჭერაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე. შეიქმნა პროექტის ლოგო და სლოგანი სახელწოდებით – „რა ყოფილა გურია.“ ასევე, შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება გურიის ტურისტული ძეგლებისა და რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების შესახებ. შეიქმნა PR პროდუქტები და შემუშავდა გურიის რეგიონის ტურისტული რუკა. ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტს, “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ახორციელებენ – ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქ. ოზურგეთის მერია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0