რობიზონ გვენეტაძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

20/07/2017

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შესაბამის სამსახურის უფროსებთან და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გამგებელი პირადად იმყოფებოდა ჯალაღანიას ქუჩაზე, სადაც ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 600 კბ.მ. წყლის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 900 000 ლარს შეადგენს. პროექტი ჯალაღანიას ქუჩაზე წყლის რეზერვუარის მშენებლობის გარდა, მერკვილაძის ქუჩაზე 600 კბ.მ. რეზერვუარისა და ახალი თანამედროვე ტიპის წყალგამწმენდი ნაგებობის მშენებლობას (წარმადობა 120 ლ/წმ) ითვალისწინებს. ასევე ხორციელდება სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციაც. აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს.”საბა“აწარმოებს. პროექტის განხორციელების შემდეგ ტყიბული მაღალი ხარისხის წყლით იქნება უზრუნველყოფილი. მოგვიანებით გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე მრავალბინიან კორპუსებში არსებული ეზოების რეაბილიტაციითაც დაინტერესდნენ და თაბუკაშვილის ქუჩა №38 იმყოფებოდნენ, სადაც 12 სმ სისქის არმირებული ბეტონი იგება. ქალაქის მრავალბინიანი კორპუსებიის შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 350 000 ლარი. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 7 ეზოს მოწყობა. უკვე დასრულდა თაბუკაშვილის ქუჩა № 14-16 კორპუსების ეზოს რეაბილიტაცია. ახლო მომავალში დაიწყება თბილისის ქუჩა № 4-ს, რუსთაველის ქუჩა № 23-ს, ახობაძის ქუჩა № 1-5-ს, გამსახურდიას ქუჩა № 34-ის, გამსახურდიას ქუჩა № 36-ის კორპუსებისა და გელათის ქუჩაზე (ქორეოგრაფიული სტუდიის მიმდებ.) ეზოების კეთილმოწყობა. 325 407 ლარის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “ჯეო როუდ ინვესტი” ახორციელებს. სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს. გამგებელი ასევე იმყოფებოდა ბრეგვაძის ქუჩაზე, სადაც მრვალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის კეთილმოწყობის პროცესს გაეცნო. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტს შპს ,,ელიტმშენი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 97 000 ლარს შეადგენს. პროექტით სულ გათვალისწინებულია 13 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0