რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22/03/2017

რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპისთვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დღეს სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგინიძემ და ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძემ დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ღონისძიების განხორციელებისთვის 753 500 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. პროექტის დასრულება ივნისის თვეში იგეგმება. რუსთაველის ქუჩაზე ცენტრალურ სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 2 წლიანი პროექტია. ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ეტაპი გასულ წელს განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ქუჩის კილომეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში ქუჩის სავალი ნაწილი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემები. პროექტის განსახორციელებლად 604 743 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0