რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ,,ადამიანი ღამურა’’ დაიდგა

18/07/2017

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი პირველი სკულპტურა დაიდგა.
ცენტრალურ პარკში არსებულ ტბის ნაპირთან, ესპანელი მოქანდაკის, ამასიო გონსალესის სკულპტურული ნამუშევრის ,,ადამიანი ღამურა’’ სამონტაჟო სამუშაოებს, ქალაქის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქიაც დაესწრო.
ესპანელმა მოქანდაკემ რკინის კონსტრუქციაზე10 დღე იმუშავა. ქანდაკების სიმაღლე ექვსი მეტრია, ხოლო სიგანე სამ მეტრს შეადგენს.
რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებით, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქალაქის ცენტრალურ პარკში, 11 ივლისს გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 8 ქართველი და 3 უცხოელი- ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები იღებენ.
სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 11 სკულპტურული ნამუშევრები ქალაქის ცენტრალურ პარკსა და ქუჩებში განთავსდება.
მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში პირველად, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0