რუსთავს ავსტრიის ელჩი საქართველოში და ავტრიელი ჟურნალისტები სტუმრობდნენ

25/09/2017

რუსთავს დღეს საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არად ბენკო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და ავსტრიელი ჟურნალისტები ეწვივნენ.
უცხოელმა სტუმრებმა რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ცენტრალური პარკი დაათვალიერეს და გლობალური მიზნების ფესტივალის ,,მომავალი=შენ” ფარგლებში, ქართველი მხატვრების მიერ შექმნილ ორიგინალურ კომპოზიციებს გაეცნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობისა და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებსაც.
რუსთავის მერმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის როლის მნიშვნელობას.
უცხოელი სტუმრები რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალითა და არსებული ბიზნეს გარემოთიც დაინტერესდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0