რუსთავს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა

20/03/2017

რუსთავს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში პომორსკიეს მხარის გუბერნატორის მოადგილე კრისტოფ ტრავიცკი, ქალაქების – კარტუზისა და კობილნიცის გამგებლები, იანინა კვიეჩიენი, ლეშეკ კულინსკი და სხვა ოფიციალური პირები შედიან. უცხოელ სტუმრებს რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში, ქალაქის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. რუსთავის მერმა სტუმრებს ქალაქის ეკონომიკური პოტენციალი გააცნო და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, პოლონური დელეგაცია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს, პაატა ხიზანაშვილსაც შეხვდა. პომორსკიეს მხარის დელეგაცია დღესვე მარნეულის მუნიციპალიტეტს ეწვევა. მხარეები პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ და თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0