რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის პროცეს მიმდინარეობს

06/04/2020

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის პროცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილესთან მალხაზ თორიასთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ედიშერ თოლორაიასთან და მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო. კლინიკა ერთდროულად 100 პაციენტის მიღებას შეძლებს. რუხის სამედიცინო ცენტრს სამ დღეში უკვე შეეძლება კარანტინზე გადასაყვანი მოქალაქეების მიღება, შემდეგ ეტაპზე კი ცენტრი დაყოვნების რეჟიმზე მყოფი მოქალაქეების და ინფექციური პროფილის პაციენტების მიღებას შეძლებს.
სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.
მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა. დღესვე სახელმწიფო რწმუნებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0