რუხში ნაყინის ფესტივალი გაიმართა

25/06/2018

რუხის სავაჭრო ცენტრში „თოლიას“ ნაყინის ფესტივალი ჩატარდა, სადაც კონცერტი და სხვადასხვა სახის სახალისო თამაშები გაიმართა. ღონისძიებაზე ბავშვებისთვის ნაყინები უფასო იყო. ნაყინის ფესტივალის ორგანიზატორია “თოლია”. მხარდამჭერები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაცია, რუხის სავაჭრო ცენტრი და ზუგდიდის მერია. ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია დაესწრნენ. ფესტივალ „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, რუხის სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონიძიებები იმართება. ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0