არჩილ გოგსაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

20/07/2017

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ არჩილ გოგსაძემ ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსთან კახა მსხვილიძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარით მოეწყობა სოფელ პირველი და მეორე ობჩის სოფელ როდინოულთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა (3კმ.); სოფელ პირველ ობჩაში მთისძირისკენ მიმავალი გზა (1,160კმ.) და ბაღდათი-საკრაულას ს/გზის საკრაულა-წიფის (3,1კმ.) მონაკვეთი. სოფელ ფერსათიდან სალხინოსკენ მიმავალი გზის 0,5 კმ-იანი მონაკვეთისა და სოფელ დიმში მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე მისასვლელი გზის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდება 5 მეტრიანი სიგანის რკინა-ბეტონის საფარით.
დღეის მდგომარეობით, სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, კერძოდ, სოფელ პირველ ობჩაში დაგებულია ასფალტო-ბეტონის 5სმ-იანი სისქის ქვედა ფენა 4400 კვადრატულ მეტრზე და მოწყობილია ღვარსადენები, მილხიდები და ცხაურები. სოფელ როდინოულთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე შესრულებულია გრუნტის მოსამზადებელი და ღვარსადენების სამუშაოები. საკრაულა-წიფის გზის მოანკვეთზე სამუშაოები უმრავლესწილად შესრულებულია ქვიშა-ხრეშითა და ქვიშა-ღორღით, დაჭაობებულ ადგილზე მოეწყო დრენაჟი, გაწმენდილია რამდენიმე მილხიდი და პროექტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე მათგანი მოეწყობა. მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის 1675 კვადრატულ მეტრზე შესრულებულია ბეტონის საფარი, ხოლო მთლიანადაა მომზადებული საფუძველი (გზის მოხრეშვა). სალხინოსკენ მიმავალი გზაზე შესრულებულია 540 გრძივი მეტრის მობეტონება, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის კორექტირებაზე მუშაობა და შესაძლებელია კიდევ დაემატოს გზის ბეტონის საფარით მოწყობა.
ზემოთ აღნიშნული პროექტები ხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდისა (რგფ) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. პროექტები გარდამავალია და გაგრძელდება მომავალში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0