საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნა

21/03/2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზებაიჯანელ მოსახლეობას დღესასწაული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ფრიდონ ბურდულმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მანანა ცუცქირიძემ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და “ახალ დღეს” ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი უძველესი ტრადიციაა და დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს აზერბაიჯანელ მეგობრებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და უკეთეს მომავალს უსურვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0