სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქ ახალციხეში საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის გამოფენით დაიწყო

26/05/2017

სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქ ახალციხეში საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის გამოფენით დაიწყო. ნებისმიერ მსურველს მათი დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება აქვს. გამოფენა დღის ბოლომდე გაგრძელდება.
საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელით ახალციხელებს რაბათში ახალციხის ციხეზეც.
პატარებისათვის გაიმართება თოჯინების თეატრის სპეკტაკლი, მოეწყობა ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ველოტური, შეჯიბრებები
ჭიდაობაში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ნარდში; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ციხის ზედა ნაწილში მე-12 საუკუნის საქართველოს გაცოცხლებენ, მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები.
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება ასევე საზეიმო კონცერტი, ქალაქ ახალციხის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, საესტრადო და ხალხურ საკრავთა გუნდების და სამუსიკო სკოლის ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაგრძელდება გალა კონცერტით. ახალციხელი მაყურებლის წინაშე ჯგუფი „მეტეხი“ და ჯგუფი „+995“( რომა რცხილაძე და ბენდი); გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა „ქაჯეთის ციხის აღება” – დასკვნითი ცეცხლოვანი შოუ
სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ჰიმნითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0