საიუბილეო თარიღი კულტურის ცენტრმა ხელოვნების სასახლეში საანგარიშო ღონისძიებით აღნიშნა

22/01/2017

ჩოხატაურის კულტურის ცენტრი ათი წლისაა – საიუბილეო თარიღი კულტურის ცენტრმა ხელოვნების სასახლეში საანგარიშო ღონისძიებით აღნიშნა. გაიმართა კულტურის ცენტრში მოღვაწე ანსამბლების „გურია“, „ამაღლება“, „მანდილი“, „ნართი“, „სალოტბარო სტუდია“, „ვაჟთა ვოკალური ანსამბლისა“ და ქორეოგრაფიული ანსამბლების „ფერხული“ და „ილეკროს“ კონცერტი. ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დააჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ხელოვანები. წლის ანსამბლის სტატუსი”ამაღლებამ” მიიღო, საუკეთესო თანამშრომლად კი ვერიკო გოგოლაძე დასახელდა. საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ კულტურის ცენტრმა აღადგინა სახალხო თეატრი, რომელმაც ჩოხატაურს არაერთი წარმატება მოუტანა. გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით აღნიშნული ცენტრი მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და სამომავლოდ ბევრ საინტერესო სიახლეებს გვპირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0