სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა

06/04/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა. მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. ის, სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, იკავებდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას, იყო სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0