სამთო სათხილამურო კომპანია “Mountain” კურორტ ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს

16/10/2018

სამთო სათხილამურო კომპანია “Mountain” კურორტ ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. ამ მიზნით დღეს ჩეხი ინვესტორი მილან ვლასაკი და სამთო სათხილამურო კომპანია “Mountain“ დირექტორი შალვა ოქრუაშვილი გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას შეხვდნენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მიზანია ბახმაროში სასტუმროს აშენება, სადაც დამსვენებლებს, როგორც ზაფხულის ასევე, ზამთრის სეზონზე მიიღებენ. გუბერნატორმა ინვესტორს კურორტით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

“გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვისაუბრეთ კურორტ ბახმაროს განვითარებაზე და შესაძლო ინვესტიციის განხორციელებაზე. გვსურს რეგიონში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს და მზად ვართ ნებისმიერ ინვესტორს გვერდით დავუდგეთ“- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.
გუბერნიაში გამართულ შეხვედრას ბახმაროს დირექტორი დავით საჯაიაც ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0