სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ

22/02/2017

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მრჩეველთა საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების ჩართვა მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში,ასევე საბჭოს მეშვეობით მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, იმისათვის, რომ მოსახლეობას ქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია თვითმმართველობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მეორე წელია რაც ჩამოყალიბდა და მის შემადგენლობაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან. ამდენად, მრჩეველთა საბჭო გამგებლის მუშაობაში ის სათათბირო ორგანოა, სადაც შესაძლებელია საზოგადოების სხვადასხვა ფენების პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციის უშუალო მიღება, გადაწყვეტილებების მიღებისას მისი გათვალისწინების მიზნით, ასევე, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და დისკუსია მოქალაქეებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0