სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ნუგზარ ჯამბურია აირჩიეს

20/11/2017

დღეს საქართველოს მასშტაბით პირველად მეოთხე მოწვევის საკრებულო ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შეიკრიბა. სამრედიის საკრებულოს 90 % მესამე მოწვევის საკრებულოს წევრებით არის დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრ ქალბატონთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. პროცედურულად სხდომა გახსნა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ტარიელ თევზაძემ, რომელმაც სამანდატო კომისია შემდეგი შემადგენლობით წარადგინა: ფრაქცია ქართული ოცნების წევრები ზაზა ადეიშვილი, დავით ამაღლობელი და ლაშა რუსია. დროებითი ხმის დამთვლელ კომისიის წევრებად კი ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენელი ბაია იმესაშვილი, რაჟდენ ტორონჯაძე და პატრიოტთა ალიანსის წევრი კამო კანდელაკი აირჩიეს. სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ფრაქციების შესახებ. 2017 წლის მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდება, ფრაქცია ქართული ოცნება ტარიელ დვალიშვილის თავმჯდომარეობით და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე.
ტარიელ თევზაძემ საზოგადოებას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევას ითვალისწინებდა. ასევე წარადგინა კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატები.
ერთიანი ნაციონალური და ევროპული საქართველოს პარტიის წევრებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს და დემონსტრაციულად დატოვეს საკრებულოს დარბაზი.
რიგით მეოთხე მოწვევის საკრებულო შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:
საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია.
საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე კობა ძიძიგური.
საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შალვა არზუმანიანი.
საკრებულოს იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის , საპროცედურო და სამანდატო საკიხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა სირბილაძე.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბადრი შენგელია.
საკრებულოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოგი ლეჟავა.
საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძე.
მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ საკრებულოს წევრებს წარმატებები უსურვა . საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ მადლობა გადაუხადეს კოლეგებს ნდობისთვის და მომავალში კონსტრუციული და საინტერესო მუშაობა დააანონსეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0