სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

23/04/2019

სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები რეგიონში გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და წყალმომარაგების მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ. განიხილეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის თანადაფინანსების , პროექტის „დანერგე მომავალი“​, აგროდაზღვევის და მეცხოველეობის დარგში დაგეგმილი სიახლეები. მხარეებმა სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე – იმსჯელა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერმა ბესიკ ფილაურმა მხარის რწმუნებულს და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონის მასშტაბით მიმდინარე პროექტებზე, ისაუბრა მოსახლეობის მხრიდან წამოჭრილ საკითხებზე და კომპანიის სამომავლო გეგმებზე. რეგიონული ფილიალის მენეჯერმა აღნიშნა, რომ 2019 წელს ახალციხეში წყლის მთლიანი სისტემის პროექტირება და შემდგომ რეაბილიტაცია განხორციელდება, აგრეთვე 6 – ვე მუნიციპალიტეტში არსებული საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა -რეაბილიტაციაა დაგეგმილი. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0