სამხარეო ადმინისტრაციაში, „ექსპო ჯორჯია თბილისის“ გამოფენასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა

25/04/2017

25 აპრილს, სამხარეო ადმინისტრაციაში, „ექსპო ჯორჯია თბილისის“ გამოფენასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა 27-29 აპრილს დაგეგმილი მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის საორგანიზაციო საკითხები მიმოიხილეს.
აღნიშნულ გამოფენაში მცხეთა-მთიანეთის მხარე ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებს და სტუმრებს რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ პროდუქტს სთავაზობს. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და მცხეთა-მთიანეთი „ექსპო ჯორჯიას“ ფარგლებში დამთვალიერებელს ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0