„საპარტნიორო ფონდმა“ და „ლიკანის რეზიდენციამ“ რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

16/10/2018

„საპარტნიორო ფონდმა“ და „ლიკანის რეზიდენციამ“ რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია ლიკანის კომპლექსში გამართა. პროექტის კონცეფცია მეცნიერულ კვლევებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემუშავდა, რაც ისტორიულ კომპლექსს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს და მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ პირს ექნება. ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა „სტარტაპ-საქართველოს“ წარმატებული პროექტების პრეზენტაცია. პროექტების ავტორებმა საკუთარი პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0