საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოზურგეთში დილიდანვე მიმდინარეობს

26/05/2017

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოზურგეთში დილიდანვე მიმდინარეობს.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ სარჯველაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
ქალაქ ოზურგეთში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა გამოიფინა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მოეწყო საინფორმაციო, შემეცნებითი, საბავშვო-გასართობი კუთხე. გაიმართა ღონისძიებები ,,ვეფხისტყაოსნის’’ თემატიკაზე – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში. „ჭადრების ბაღში“ “ვეფხისტყაოსნის” მოტივებით სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გაიმართა ჩემპიონატი ჭადრაკში, ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში.
ღონისძიებას დაასრულებს სამუსიკო სკოლის ხალხურ საკრავთა ორკესტრის კონცერტი, ადგილობრივი ძალებით – ჯ.დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გურია“, “მეგობრობა”, მუსიკალური ბენდი “გურია” , ანსამბლი “მანანური”, ანსამბლი “ზენაარი”, ანსამბლი “ლაშაგიორგი”, ანსამბლი “იბერია”, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “დილა”, შვიდკაცა , ვახტანგური, კვარტეტი “ჰარმონია” ინდივიდუალური შემსრულებლები: რეზიკო ხომერიკი, ეკა ჭელიძე
გაიმართება გალა კონცერტი – ანრი ჯოხაძის, ნინი ბადურაშვილის,სოფო ბედიასა და ჯგუფი “ალეგროს” მონაწილეობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0