საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლებამ პატივი მიაგო

24/02/2017

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ხელისუფლებამ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ყვავილებით შეამკო ეროვნული აჯანყებისთვის დახვრეტილი პირების ხსოვნის მონუმენტი, რომელიც დაბა შორაპანში მდებარეობს. დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მამა გიორგიმ მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს ერთიანობის იდეისათვის შეწირული მებრძოლების მიმართ.“ ეს იყო დღეს დაბა შორაპანში შეკრებილთა ძირითადი გზავნილი საზოგადოებისადმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0