საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ

04/09/2017

სამეცნიერო-კვლევითი გემის “Mare Nigrum” საშუალებით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“ ფარგლებში საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ.
პირველი კვლევა 2016 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც 12 სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“. (http://emblasproject.org/…/upl…/2017/04/Georgia_brochure.pdf)
შავი ზღვის კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ახალ საკითხებსა და მეთოდებს:
დნმ-ის კვალით გამოვლენილი ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი;
შავი ზღვის ფსკერზე ბაქტერიების სახით დალექილი/დაშლილი ტოქსიური დამაბუნძურებლების გამოკვლევა;
შავი ზღვის დამაბინძურებელი ნივთიერების ნუსხის შემდგომი სრულყოფა.
შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად შავი ზღვის ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს განახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის.
სამეცნიერო ჯგუფს ბათუმის პორტში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და სააგენტოს სპეციალისტები დახვდნენ.
სამეცნიერო კვლევის შედეგები შავი ზღვის ქვეყნებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ზღვაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0