საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

03/07/2017

2017 წლის იანვარი – ივნისის მონაცემებით საქართველოს 3 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 13.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
ტურისტების რიცხვმა 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 29.1%-ით მეტია 2016 წლის იანვარი – ივნისის მაჩვენებელზე

საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან:
• ავსტრია +54%
• ნიდერლანდები +36%
• გერმანია +32%
• გაერთიანებული სამეფო +28%
• საფრანგეთი +23%
• ლიტვა +17%.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0