სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ გაფართოებული თათბირი ჩაატარა

17/10/2017

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ გაფართოებული თათბირი ჩაატარა, რომელსაც რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირებზე ისაუბრეს 2013–17 წლებში რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე…
თათბირის მიმდინარეობისას თავიანთი საქმიანობის ანგარიშები წარმოადგინეს ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სატყეო სააგენტოს, სურსათის უვნებლობის, პრობაციის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებმა.
გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა სამსახურების ხელმძღვანელებს გაწეული სამუშაოებისთვის და აღნიშნა რომ რეგიონის წარმატება დამოკიდებულია თითოეული სამსახურის აქტიურ მუშაობასა და მხარეში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში მაქსიმალურ ჩართულობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0