სახიფათო ნარჩენების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

23/04/2018

სახიფათო ნარჩენების თემაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. “ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”- ის კოორდინატორმა გიორგი სერგეენკომ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს და მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებს, სახიფათო ნარჩენების ზემოქმედებაზე, ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემის გადაჭრის გზებზე და რეკომენდაციებზე ესაუბრა. აღნიშნულ თემაზე, სამუშაო შეხვედრები პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს ფაზა III“-ს ფარგლებში იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0