სენაკის მუნიციპალეტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ კახაბერ რუსია აირჩიეს

20/11/2017

სენაკის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა სენაკის №64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. ცოტნე შუშანიამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და 21 ოქტომბრის არჩევნების ოქმი წარუდგინა, რის შემდეგაც სხდომას საკრებულოს უცხუცესი წევრი როზმან ქამადაძე თავმჯდომარეობდა.
დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც 33-ივე წევრი ესწრებოდა, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კახაბერ რუსიას კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეექვსე მოწვევის სენაკის მუნიციპალეტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ კახაბერ რუსია დამტკიცდა.
საკრებულოს პირველ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ესწრებოდა. მან დეპუტატებსა და ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ნაყოფიერი მუშაობა და წარმატებები უსურვა.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მუნიციპალიტეტის 33 წევრიან საკრებულოში ,,ქართულ ოცნებას’’ – 26, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’ – 4, ,,ევროპულ საქართველოს’’ – 2, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსს’’ ერთი წევრი ჰყავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0