სენაკის მუნიციპალიტეტში მოცვის ბაღი შენდება

13/02/2019

სენაკში მეწარმეობის განსავითარებლად აქტიურად მიმდინარეობს მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება. ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს “აგროთემა” 6 ჰა მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის ბაღს აშენებს. პროექტი პროგრამა “დანერგე მომავლის” ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. შპს “აგროთემამ“ 100 000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რომელიც კენკროვანი კულტურის ნერგებისა და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის იყო განკუთვნილი. პლანტაცია ეწყობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, სამუშაოზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი. ლურჯი მოცვის ბაღის გაშენების პროცესი და დაგეგმილი სამუშაოები შპს “აგროთემას“ წარმომადგენლებმა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს გააცნეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შპს “აგროთემა“ ნერგებით ბრიტანული კომპანიიდან მარაგდება. ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია, ლურჯი მოცვის სახეობების – ლეგასის, ბლუგოლდის, გლუკროპისა და სხვა საექსპერიმენტო ჯიშების გაშენების პროცესი. ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0