სოლომონ პავლიაშვილი და გრიგოლ ნემსაძე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

20/04/2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და რეგიონის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას გუბერნატორის მოაგილეები, საქართველოს მელიორაციის, სურსათის უვნებლობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს ადგილზე არსებული საჭიროებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. დაისახა სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები.

“დღეს, ქვემო ქართლის გუბერნიაში მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შორის. მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია და საირიგაციო სისტემების მოწესრიგება პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები ისევ არსებობს და სწორედ ამ საკითხების წამოწევა მოხდა დღევანდელ შეხვედრაზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა წამოჭრილი ყველა საკითხი ჩაინიშნეს, დაიგეგმა მათი ადგილზე ჩამოსვლა მუნიციპალიტეტში, რათა მოხდეს პრობლემების ადგილზე იდენტიფიცირება და შესწავლა. ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუდმივად მუშაობს მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0