სოფელ აგარაში 3,2 კილომეტიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

22/06/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საგზაო დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში ცივასულა-აგარის მიმართულებით რეაბილიტირებული გზის სამუშაოები დაათვალიერა. ცივასულა-აგარა-ქვედა აგარის მიმართულებით გზის 3,2 კმ ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტი ცხაურებით, ბეტონის საყრდენი კედელი, გაბიონი, პარაპეტები, აღნიშნულ მონაკვეთზე დასრულდა ახალი ხიდის მშენებლობაც. აღნიშნული პროექტისთვის 880 000 ლარია გამოყოფილი.

“ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მუნიციპალიტეტების განვითარება. მათ შორის მაღალმთიანი აჭარის განვითარება. საგზაო დეპარტამენტი ამ მიმართულებით მართლაც, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. წელს უპრეცედენტო ოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ხუთივე მუნიციპალიტეტში. დაგეგმილია 300-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, დღეს 150 პროექტი უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს 220 პროექტის განხორციელება. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქედის მუნიციპალიტეტში. ცენტრალური გზიდან სოფელ აგარამდე უკვე დასრულდა გზის მოწყობა. მოასფალტდა 3,2 კმ გზა და მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დამცავი ჯებირები. ჯამში, პროექტი 880 ათასი ლარი დაჯდა. ძალიან კმაყოფილია აქაური მოსახლეობა. მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ. ეს არის მთის გაძლიერება, ეს არის სოფლის გაძლიერება. სულ რაღაც ერთ კვირაში იწყება სოციალური სახლის მშენებლობის პროექტი აგარელებისთვის და ძალიან მალე, 20-მდე ოჯახს მიეცემა საშუალება მიიღოს ახალი ბინები სოციალურ სახლში. მინდა მივულოცო აგარელებს და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სოფლად განვითარება და გაძლიერება, სოფლის ტურიზმი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტია“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია: 12,730 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, 2 ახალი ხიდის მშენებლობა და 34 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა, 8000 კუბ.მ. ბეტონის საფარის მოწყობა, 6 მიმართულებით რკინა ბეტონის კიუვეტის მოწყობა, 11,661 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია. სულ ქედის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის გამოყოფილია 10 217 599 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0