სოფელ ანაკლიაში ახალი საბავშო ბაღი აშენდა

03/03/2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშო ბაღი აშენდა. სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სასწავლებლად სიარული ამბულატორიის შენობაში უწევდათ. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. პროექტი საქართველოს რიგიოონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა, პორიექტი 1.9 მილიონი ლარით დაფინანსდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0