სოფელ ასურეთში გერმანელი შვაბების ჩამოსახლების 200 წლის იუბილე აღნიშნეს

23/09/2017

23 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში გერმანელი შვაბების ჩამოსახლების 200 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰეიკე ფეიჩი და ჰომბურგის მხარის გუბერნატორი, თეოფილი გალო დაესწრნენ. საიუბილეო საღამოზე აგრეთვე იმყოფებოდნენ გუბერნატორის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი მუნიციპალიტეტისა ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები გერმანიიდან. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გამოფენა, დამთვალიერებლები გაეცნენ სოფელ ასურეთში გერმანელების ცხოვრების ამსახველ ფოტო-მასალას. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ადგილობრივმა და მოწვეულმა შემოქმედებმა სტუმრებისათვის სასიმღერო ნომრები შეასრულეს. მხარის გუბერნატორმა და სტუმრებმა მოგვიანებით გერმანელების სასაფლაო მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0