სოფელ გომში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

29/07/2019

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ გომში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. გომში, პოლიციის შენობის არ არსებობის გამო, პოლიციელებს მორიგეობა ავტომანქანებში უწევდათ.
ახალი პოლიციის შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისტემური განახლების ფარგლებში, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. უკვე დასრულებულია და ფუნქციონირებს როგორც პოლიციის, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ახალი შენობები, აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და ავტოპარკის განახლება. ასევე პოლიციელებისთვის შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტი.
2018 წელს, შიდა ქართლის რეგიონს სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 28, მათ შორის 20 მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 223 სამხრე კამერა გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0