სოფელ გომში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22/04/2019

სოფელ გომში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

„აქამდე სააღმზრდელო დაწესებულების მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებდა, ამჯერად კი კიდევ ერთი ჯგუფი დაემატება და საბავშვო ბაღი 80- მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობაში დამონტაჟდება გათბობის სისტემები, მოხდება ფასადის რეაბილიტაცია და მთლიანად შენობის კეთილმოწყობა, რაც სააღმზრდელო პროცესს უფრო ნაყოფიერს და წარმატებულს გახდის“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა ადგილზე სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ეზოს კეთილმოწყობის და შემოღობვის სამუშაოებიც. სოფელ გომში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ჯამში 35 281 ლარს ითვლის. პროექტი ივნისის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0